სიახლეები
21.04.23 სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით 21.04.23 გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან! ვრცლადგამოიწერეთ სიახლეები
|
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
სწავლა საზღვარგარეთ: საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და ენის შესწავლა იმ ქვეყანაში, რომელშიც მასზე საუბრობენ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საერთაშორისო განათლების სამყაროში შესაძლოა გზა ადვილად აგერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. სააგენტო „LIBRA“ საერთაშორისო განათლების სფეროში 2003 წლიდან მუშაობს, აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ჩამოყალიბებული ურთიერთობები წამყვან უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან და ფლობს სრულ საჭირო ინფორმაციას იმისათვის, რომ ოპერატიულად და თანამიმდევრულად უზრუნველყოს თქვენი საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება. რაც მთავარია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწავლა თქვენთვის მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს, გაამართლოს თქვენი მოლოდინი და იყოს კომფორტული. რადგანაც უმეტეს შემთხვევაში სასწავლო პროგრამის გავლისას სასურველი შედეგის მიღება დამოკიდებულია სწორ, რელევანტულ სასწავლო დაწესებულებისა და პროგრამის შერჩევაზე, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს მომავალ გეგმებს, ნიჭს, ხასიათსა და ინტერესებს. მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ.
სასარგებლო ინფორმაცია
![]() საზაფხულო სკოლა - სასარგებლო არდადეგები საზაფხულო პროგრამები ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარულია. საზაფხულო სკოლის პროგრამა (თუმცა ასეთი პროგრამები ზამთრისა და სააღდგომო არდადეგების პერიოდშიც არსებობს) მოიცავს ენის შესწავლას (ჩვეულებრივ 3–4 გაკვეთილი დღეში), სხვადასხვა სპორტულ, გასართობ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს. საზაფხულო სკოლის ღირებულებაში აგრეთვე შედის საცხოვრებელი პირობები და კვება. აეროპორტში დახვედრა და გაცილება შედის ღირებულებაში, ან ცალკე გადასახადს ექვემდებარება. საზაფხულო სკოლებისა და პროგრამების არჩევანი ძალიან ფართოა. რა სხვაობაა მათ შორის? ![]() მიყვარს მოდა, დიზაინი, ბრენდები. ვგიჟდები შოპინგზე... მინდა გავხდე... ბაიერი! ![]() ფუფუნების საგნების მენეჯმენტი (Luxury Management, Luxury Brand Management) 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად ყალიბდება. ფუფუნების საგნებზე მოთხოვნილების ზრდა უკვე იქცა გლობალურ ტრენდად და ყოველწლიურად მატულობს. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო კრიზისის პირობებშიც კი ფუფუნების საგნებზე ფასების მატება ყოველწლიურად იზრდებოდა. 2015 წელს ინდივიდუალური მოხმარების ფუფუნების საგნების გაყიდვებმა 253 მილიარდი ევრო შეადგინა. |
თვის პროგრამა
![]() პროგრამა Foundation სპეციალურად იქნა შექმნილი იმ უცხოელი სტუდენტებისათვის, რომელთა ზოგადი აკადემიური და ინგლისური ენის ცოდნის დონე არ არის საკმარისი ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისათვის. ![]() თვის სკოლა
![]() Burgundy School of Business ![]() დღის ფრაზა
BITE THE BULLET
![]() სტუდენტების აზრი
Aberystwyth University, UK
Toulouse Business School, Barcelona ვრცლად ![]() როგორ გვიპოვოთ?
თბილისი, მიცკევიჩის ქ.54, მე-2 სართული კონსულტაციები ტარდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით |