Новости

21.04.23

Учеба в Италии со стипендией
Продожается прием заявлений на поступление в престижный итальянский университет  Università Cattolica del Sacro Cuore  на программы с началом учебы в сентябре 2023 года

Полностью

21.04.23

Специальные цены на курсы общего английского в городе Саутгемптон на южном побережье Англии. 2 недели включая проживание и двухразовое питание от £797!

Полностью


Подпишитесь на новости
 
 
საფრანგეთი , დიჟონი - ცხოვრების საფასური
  

BSB-ს კამპუსი განლაგებულია დიჟონის ცენტრში. სასწავლო კორპუსამდე ფეხითაც ადვილია მისვლა, თუმცა თუ კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გირჩევნიათ, 18-25 წლამდე სტუდენტებისათვის არსებობს “Pass 18-25”, რომელიც შეუზღუდავი გადაადგილების საშუალებას მოგცემთ.   ამ  ბარათის ღირებულებაა 30 ევრო.

კვება: ბიზნეს სკოლიდან 15 წუთის სავალზე სტუდენტური სასადილო მდებარეობს, სადაც ლანჩის საფასური დაახლოებით 3.0-3.5 ევროს შეადგენს.

კვების პროდუქტების ფასების მაგალითები:

  • ცნობილი ფრანგული ბაგეტი:  €0.95
  • კაპუჩინო: €2.50
  • სწრაფი კვების მენიუ: €7
  • სადილი კაფეში/რესტორანში: €14-დან
  • კვერცხი (12 ცალი) €1.50
  • კათმის ფილე 1 კგ:  €5-€10
  • ყველი: €6-€20
  • წყალი (ბოთლი 1.5 ლ): €0.20-€0,60
  • რძე (1 ლ): €0.80
  • ბანანი 1 კგ: €2
  • კარტოფილი 1 კგ:  €1 -€2.50


მობილური კავშირის და ინტერნეტის
1 თვიანი პაკეტი: €30


ბილეთი კინოში: €7


საფრანგეთს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო ინფრასტრუქტურა აქვს. BSB-ს სტუდენტებისათვის ფრანგული ჯანდაცვა  უფასოა.


საცხოვრებელი:
სრუდენტური რეზიდენციები და ბინები კერძო სექტორში - ფასების დიაპაზონი 200-700 ევროს ფარგლებშია და დამოკიდებულია კონკრეტული ოთახის/ბინის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე.


კომუნალური ხარჯები (დენი, წყალი, ინტერნეტი და ა.შ.) თვეში: 30-100.


უცხოელ სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ სუბსიდია საცხოვრებლის ქირის საფასურზე (CAF), მისი ოდენობა  ქირის გადასახადის დაახლოებით 30%-ს შეადგენს.