სიახლეები

21.04.23

სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით
გრძელდება განაცხადების მიღება პრესტიჟულ იტალიურ უნივერსიტეტში Università Cattolica del Sacro Cuore 2023 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად

ვრცლად

21.04.23

გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან!

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
Burgundy School of Business

1899 წელს დაფუძნებული ბურგუნდიის ბიზნეს სკოლა (Burgundy School of Business - BSB) ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და ყველაზე დინამიურად განვითარებადი. ეს არის საერთაშორისო კლასის კვლევითი და სასწავლო დაწესებულება, რომელსაც ორი პრესტიჟული აკრედიტაცია აქვს: AACSB and EQUIS.  


BSB
 – ერთ-ერთია მცირეოდენი სასწავლებლებიდან საფრანგეთში, რომელიც პრესტიჟულ, მთელ მსოფლიოში აღიარებულ Grandes Écoles (უმაღლესი სკოლა) ჯგუფში შედის. Grandes Écoles სკოლები აკრედიტირებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ. Grandes Écoles -ის სტატუსი  ადასტურებს  სკოლის კორპორატიულ სექტორთან მჭიდრო კავშირს. წამყვან კომპანიებთან და მეწარმეებთან კონტაქტის შესაძლებლობა დამატებით ბონუსს წარმოადგენს.


BSB-ში, სტუდენტების 75%  - ფრანგებია. საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი 25%-ს შეადგენს. 

ბურგუნდიის ბიზნეს სკოლა მენეჯმენტის სფეროში  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს გთავაზობთ.


პროგრამების ჩამონათვალი და ფასები >>>

BSB-ში მიღებული განათლების ხარისხი დადასტურებულია  რეიტინგებით:

  •  BSB შედის AACSB  და EQUIS ორმაგი აკრედიტაციის მქონე მსოფლიოს ბიზნეს სკოლების 1%-ში
  • უკვე 4 წელია შედის Financial Times-ის რეიტინგის ტოპ-100-ში (2021 წელს -#63)
  • საბაკალავრო პროგრამა მენეჯმენტში აღიარებულია როგორც #4 საფრანგეთში
  • პროგრამა  Specialised Master in Cultural Management - #1 საფრანგეთში (Eduniversal 2020).
  • პროგრამა  Specialised Master in Wine Management - #1 საფრანგეთში და #4 მსოფლიოში (Eduniversal 2020).
  • Top 15 post-preparatory Schools of Management, Sigem France 2020
  • Top 3  Grandes Écoles შორის Happy at School რეიტინგის მიხედვით


რატომ ირჩევენ სტუდენტები 
BSB-ს:


ჟურნალ “L’Etudiant Magazine”- ის რეიტინგის თანახმად დიჟონი მე-2 ადგილს კავებს სტუდენტებისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის

ბურგუნდიის რეგიონი - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია საფრანგეთში. ბურგუნდიაში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვენახებია გაშენებული და სახელგანთქმული ღვინოები იწარმოება

აქ თქვენ არ ხართ სტუდენტი #... ინდივიდულაური მიდგომა ყველა სტუდენტისადმი BSB-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. საკლასო ოთახებში სტუდენტების მაქსიმალური რიცხვი მაქსიმუმ 20-40-ია

სწავლების პროცესი დაფუძნებულია უნიკალურ პრინციპზე: Learning by doing

BSB-ს ფინანსურ სახლში განთავსებულია ბლუმბერგის ტრეიდინგის დარბაზი, სადაც ერთდროულად 25 სტუდენტს შეუძლია იმუშაოს

სასწავლო პროგრამები, შემუშავებულია ბიზნესის რეალური საჭიროების გათვალისწინებით და იცვლება ბიზნესის სამყაროში და მეწარმეობაში ცვლილებების კვალობაზე

შესანიშნავი პირობები - ახალი თანამედროვე კამპუსი ქალაქის ცენტრში. კამპუსში არის სატრენაჯორო დარბაზი, მუსიკალური და საცეკვაო სტუდია

ბიზნეს-ინკუბატორი და კარიერის განვითარების სერვისი - პროფესიონალური კოუჩინგის 3000 საათი და საკუთარი ბიზნეს პროექტების შემუშავების ინდივიდუალური მხარდაჭერა. Career Booster ცენტრი დაგეხმარებათ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან კონტაქტების დამყარებაშიც

ყიოველთვიურ კონფერენციაზე "Meet-up Inspiring Leaders" სტუდენტები ხვდებიან ბიზნეს ლიდერებს, ექსპერტებსა და სტარტაპერებს

BSB-ში  სტუდენტები სწავლობენ  საკლასო ოთახებში და არა უზარმაზარ სალექციო დარბაზებში, მასწავლებელთან უშუალოდ - 1 მასწავლებელი მაქსიმუმ 40 სტუდენტზე. E-Lernring გაოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ან როგორც დამატებითი ოპცია

ექსკლუზიური სასწავლო ექსკურსიები- ყველაფერი შედის სწავლის საფასურში

ორმაგი აკადემიური ხარისხის (BSB-ს 215 პარტნიორ-უნივერსიტეტი ჰყავს მსოფლიოში) და ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა, გაცვლით პროგამებში მონაწილეობა

ფრანგული ენის უფასო გაკვეთილები საერთაშორისო სტუდენტებისათვის

საცხოვრებლის იჯარის საფასურის სახელმწიფო სუბსიდირება (30%)

ALL INCLUSIVE FEES - სწავლის საფასურში ყველაფერი შედის (საცხოვრებლის, ვიზის, მგზავრობის საფასურის გარდა)


... და რას ამბობენ თვითონ სტუდენტები?  ... "BSB – ოჯახივითაა, ჩვენ აქ როგორც სახლში, ისე ვგრძნობთ თავს!"


რა დაგიჯდებათ ცხოვრება დიჟონში?

 

School of Wine & Spirits

BSB-ს ნაწილია უნიკალური, თავის დროზე მსოფლიოში პირველი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სკოლა. ბურგუნდიის გარშემო გაშენებულია 29000 ჰექტარი ვენახი, რომელიც 2000 წელზე მეტი ხნის არის. ბურგუნდიაში გამოყვანილი ყურძნის უნკალური სახეობები აღიარებულია როგორც  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა, ხოლო ისეთი ბურგუნდიული ღვინოები, როგორიცაა Romanée-Conti, Clos de Vougeot წარმოადგენენ ღვინის ყველაზე გამორჩეული მცოდნეების ოცნებას. 


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სკოლას უკავია საკუთარი შენობა, გამორჩეული თავისი შინაარსით, სადაც ყველა პირობა არსებობს მეღვინეობის  დარგისა და  ღვინის ბიზნესის მართვის ეფექტიური კვლევისა და შესწავლისათვის:

  • The Wine & Spirits Business Lab: a behavioural research laboratory dedicated to the world of wines and spirits.
  • The Tasting Room: a fully equipped room for tasting sessions.
  • The Wine Cellar: a display room located at the entrance of the School of Wine, showcasing the greatest vintages from France and elsewhere.
  • Spirits World: an area dedicated to the discovery of spirits.
  • The Business Lounge: an elegant reception area.

ჩვენს მეშვეობით გაგზავნილი განაცხადი განიხილება უფასოდ. თქვენ არ გადაიხდით სააპლიკაციო მოსაკრებელს €100