სიახლეები

21.04.23

სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით
გრძელდება განაცხადების მიღება პრესტიჟულ იტალიურ უნივერსიტეტში Università Cattolica del Sacro Cuore 2023 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად

ვრცლად

21.04.23

გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან!

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
ჩვენს შესახებ

English UK                                                                                    partner agency






სააგენტო LIBRA დაარსდა 2003 წლის  თებერვალში.

LIBRA  პირველი სააგენტოა საქართველოში, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა  English UK Partner Agency-ს  სტატუსი , რაც ადასტურებს ჩვენს წარმატებულ ურთიერთობას English UK-ს წევრ ორგანიზაციებთან და ნიშნავს, რომ სააგენტო მონაწილეობს  English UK -ს საქმიანობაში და იცავს  სააგენტოს ქცევის კოდექსის პრინციპებს. (English UK -  მსოფლიოს წამყვანი ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებულია ინგლისური ენის სწავლების საუკეთესო ცენტრები).  

ამასთან, ჩვენი სააგენტო ერთადერთია საქართველოში, რომელსაც აქვს IALC -ის (International Association of Language Centres) პარტნიორის სტატუსიю

LIBRA - დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების  სასწავლო დაწესებულებების ოფიციალური წარმომადგენელი და უფლებამოსილი აგენტია საქართველოში.

ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციათა შორის არის როგორც ენის სკოლები, ასევე კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები, პროფესიული და შემდგომი განათლების კოლეჯები, ტრადიციული სკოლა-პანსიონები, სასტუმროსა და ტურისტული მენეჯმენტის, მოდისა და დიზაინის სკოლები.

სააგენტოს ხელმძღვანელი ქ-ნი ნადია ტარასოვა დაამთავრა სახელმწიფო უცხო ენების ინსტიტუტი რუსეთში, აქვს მსხვილ საერთაშორისო და საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობისა და ინგლისური ენის სწავლების გამოცდილება. გავლილი აქვს ბრიტანეთის საბჭოს საგანმანათლებლო კონსალტინგის ტრენინგები, გამოცდების შედეგად მოიპოვა წარჩინების სერთიფიკატი.

ჩვენ რეგულარულად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ღონისძიებებში და ვსტუმრობთ პარტნიორ სასწავლებლებს შემოთავაზებული სწავლის და ცხოვრების პირობების შესწავლის მიზნით.