ასწავლეთ მათ თევზის დაჭერა...
არსებობს ჩინური ანდაზა: "მიეცი ადამიანს თევზი და შენ მას დააპურებ დღეს, ასწავლე მას თევზის დაჭერა და შენ მას სამუდამოდ დააპურებ". ერთმა ამერიკელმა მილიარდერმა თქვა: ”თქვენი ფული შეიძლება მოიპარონ, ბანკი შესაძლოა გაკოტრდეს, ხოლო იმას რაც თქვენ თავში გაქვთ, ვერავინ წაგართმევთ.”
რას აჩუქებთ თქვენს შვილებს? მანქანას? ბინას? აგარაკს? იქნებ ცოდნა აჩუქოთ და ხარისხიანი განათლება მისცეთ? მისცეთ საშუალება ნახონ სხვადასხვა ქვეყნები და მთელ მსოფლიოში შეიძინონ მეგობრები? მერე კი... თავად შეიძენენ ბინას, მანქანას, აგარაკს და ეცოდინებათ, როგორ ”დაიჭირონ თევზი”...
სწავლა საზღვარგარეთ პრესტიჟულია. იგი გარანტიას გაძლევთ იპოვოთ კარგი სამსახური და მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს. რომელიმე პროფესიის დაუფლება მსოფლიო სტანდარტების დონეზე უმჯობესია განახორციელოთ გარკვეულ ქვეყნებში ან სასწავლო დაწესე
ბულებებში, მაგალითად, სასტუმროს მენეჯმენტი სჯობს შეისწავლოთ შვეიცარიაში, რადგანაც სწორედ ეს ქვეყანაა სასტუმრო ბიზნესის სკოლების სამშობლო და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროების მენეჯერებმა განათლება შვეიცარიაში მიიღეს. თუმცა, თუ არჩევანი შეაჩერეთ დიდ ბრიტანეთზე, გახსოვდეთ რომ ნომერ პირველი ამ სპეციალობის მიხედვით ბორნმუტის უნივერსიტეტია.
ასე რომ, საიდან დავიწყოთ? რა თქმა უნდა უცხო ენის შესწავლით. დღეისთვის ყველაზე პოპულარული ენაა ინგლისური. ინგლისური ენის კარგი ცოდნა საშუალებას მოგცემთ მიიღოთ არა მარტო ბრიტანული ან ამერიკული განათლება - არამედ ევროპის სხვა ქვეყნების მრავალი სასწავლო დაწესებულებაც გთავაზობთ ინგლისურენოვან პროგრამებს. მაგრამ თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა ხშირად საკმარისი არ არის. წარმატებული კარიერა ზოგიერთ სფეროში გულისხმობს სხვა უცხო ენის აუცილებელ შესწავლას. თქვენ არ შეცდებით, თუ თქვენს შვილებს წაახალისებთ შეისწავლონ ფრანგული, ესპანური, გერმანული ან იტალიური ენა. სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ეგზოტიკური ჩინური ენა და ჩინეთში იზრდება იმ სასწავლებლების რიცხვი, სადაც უცხოელ სტუდენტებს სთავაზობენ განათლებას. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ჩინური მედიცინისა და აკუპუნკტურის სპეციალისტებზე - რა თქმა უნდა ამ პროგრამების შესწავლა უმჯობესია ამ უძველეს ქვეყანაში.
როდესაც თქვენი ბავშვი უცხო ენის ცოდნის გარკვეულ დონეს მიაღწევს, უნდა იფიქროთ საზაფხულო სკოლაზე (ბევრი სკოლა სთავაზობს პროგრამებს სააღდგომო და ზამთრის არდადეგების დროსაც). ეს პროგრამები განკუთვნილია 8-დან 17 წლამდე მოსწავლეებისათვის. ჩვეულებრივად, კვირაში 15-20 უცხო ენის გაკვეთილის გარდა, საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ექსკურსიებს ისტორიულ ადგილებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს: შეჯიბრებებს, კონკურსებს, საერთაშორისო სამზარეულოს საღამოებს, დისკოთეკებს, კარაოკეს და სხვა. პროგრამის ღირებულებაში შედის საცხოვრებელი პირობები სტუდენტურ რეზიდენციაში ან ოჯახში და კვება, ასევე აეროპორტში დახვედრა და გაცილება. ხშირად საზაფხულო სკოლების პროგრამები ტარდება სკოლა-პანსიონების და უნივერსიტეტების ბაზაზე, რომლის სტუდენტები ზაფხულში არიან არდადეგებზე. ზოგჯერ მშობლებს ურჩევნიათ ბავშვის ჯგუფთან ერთად გაშვება. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მეგობრებთან და კლასელებთან თქვენი ბავშვი უმეტესად ილაპარაკებს მშობლიურ ენაზე და ვერ ისარგებლებს ყველა იმ უპირატესობით, რომელსაც უცხოენოვან გარემოში ყოფნა აძლევს.
სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ საშუალო განათლების მიღება. ამ სფეროში ტრადიციული ლიდერია დიდი ბრიტანეთი. ცნობილია აგრეთვე შვეიცარიის სკოლა-პანსიონები. რომელი სკოლა შეარჩიოთ და სად? უფრო დეტალურად ამ საკითხთა
ნ დაკავშირებით წაიკითხეთ აქ.
აღსანიშნავია, რომ, თუკი პრესტიჟულ დასავლურ უნივერსიტეტში გეგმავთ სწავლას, საშუალო განათლების მიღება კერძო სკოლაში სჯობს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მაღალია განათლების ხარისხი, არამედ განსხვავებულია თვით სწავლების სისტემაც. დასავლეთის ქვეყნებში სტუდენტისგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას მოელიან. ძალიან ძნელია დასავლურ უნივერსიტეტში სწავლის დაწყება თუ არ გაქვთ საჭირო აკადემიური უნარ-ჩვევები. და მეტიც, ოქსფორდის ან კემბრიჯის დონის უნივერსიტეტში ჩასარიცხად აუცილებელი არის საშუალო განათლების ბრიტანული ან საერთაშორისო კვალიფიკაცია -A Level ან International Baccalaureate, რომელიც მხოლოდ კერძო სკოლა-პანსიონში ან ეგრეთ წოდებულ Tutorual College-ში სწავლის შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ. ხარისხიან განათლებასთან ერთად, კერძო სკოლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, მის მრავალმხრივ და ჰარმონიულ განვითარებას. და, არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ის აღმოჩნდეს, თუ ვისთან ერთად იჯექი მერხზე.
პრესტიჟული სკოლა-პანსიონების კურსდამთავრებულები უმეტეს შემთხვევაში სწავლას პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძლებენ, შემდგომ კი წამყვან პოზიციებზე მუშაობენ წარმოების და ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში.
და აი, თქვენი ბავშვიც გაიზარდა და დადგა ფიქრის დრო, თუ რომელი პროფესია აირჩიოს და სად ისწავლოს? სასწავლო დაწესებულების შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალსწინოთ არა მარტო ამა თუ იმ უნივერსიტეტის ადგილი რეიტინგებში, არამედ რიგი სხვა ფაქტორებიც: სწავლისა და ცხოვრების ღირებულება, თავისუფალ დროს მუშაობის უფლება და შემდგომი დასაქმების პერსპექტივა. მაგალითად, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება უფრო დაბალია ვიდრე დიდ ბრიტანეთში, მაგრამ სწავლა კერძო უნივერსიტეტში ხშირად არა ნაკლებ ძვირი არის. ამავე დროს, დიდ ბრიტანეთში ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მიღება ზოგიერთ სპეციალობებზე (ძირითადად ბიზნესი, IT, სასტუმროს და ტურიზმის მენეჯმენტი) შეგიძლიათ კოლეჯში სწავლისას, სწავლის გადასახადი ამ შემთხვევაში თითქმის 50%- ით ნაკლებია უნივერსიტეტთან შედარებით, დიპლომს კი ცნობილი უნივერსიტეტი გასცემს. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ამ სტატიაში მოგიყევით ის, რაც მნიშვნელოვანია იცოდნენ მშობლებმა შვილების განათლების დაგეგმვისას. დაწვრილებითი ინფორმაცია და ინდივიდუალური რჩევა შეგიძლიათ პირად კონსულტაციაზე.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!