სიახლეები

21.04.23

სწავლა იტალიაში ნაწილობრივი დაფინანსებით
გრძელდება განაცხადების მიღება პრესტიჟულ იტალიურ უნივერსიტეტში Università Cattolica del Sacro Cuore 2023 წლის სექტემბერში სწავლის დასაწყებად

ვრცლად

21.04.23

გთავახობთ სპეციალურ ფასებს ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში, 2 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £797–დან!

ვრცლად


გამოიწერეთ სიახლეები
 
 
Università Cattolica del Sacro Cuore

cattolica

Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC) - ევროპის უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტი, რომლის ხუთ კამპუსში 40000 -ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. 23000 სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ კამპუსში მილანში. ქალაქ ბრეშიაში, იტალიის ჩრდილოეთში, უნივერსიტეტის ექვსი ფაკულტეტია განთავსებული, 4 ფაკულტეტი – პიაჩენცა-კრემონაში. ხოლო რომში მდებარეობს მსოფლიოში აღიარებული მედიცინისა და ქირურგიის ფაკულტეტი.


უნივერსიტეტი 1921 წელს დააარსა ექიმმა და ფსიქოლოგმა აგოსტინო ჯემელიმ, რომლის სახელსაც დღემდე ატარებს უნივერსიტეტის კლინიკა რომში (სწორედ ჯემელის კლინიკაში ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია რომის პაპს იოანე პავლე მეორეს, მას შემდეგ რაც მასზე განხორციელდა თავდასხმა 1981 წელს. ამის შემდეგ პაპს არაერთხელ ჩაუტარდა მკურნალობა ამ კლინიკაში).


სახელწოდების მიუხედავად, უნივერსიტეტი არ არის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულება. მას აქვს 14 აკადემიური სკოლა, 70 კვლევითი ცენტრი, 200 სასწავლო პროგრამა იტალიურ  ენაზე და 11 ინგლისურ ენაზე.


უნივერსიტეტს შესანიშნავი საერთაშორისო რეპუტაცია აქვს, მისი რეიტინგი ყოველ წელს იზრდება. 2017 წლის წლის QS Top Universities რეიტინგის მიხედვით Cattolica შედის მსოფლიოს ტოპ 150 უნივერსიტეტში მედიცინის,  ეკონომიკის, ერგონომეტრიკის და ლინგვისტიკის განხრით, ტოპ 200-ში სოფლის მეურნეობის, მედია და კომუნიკაციის, ფინანსების და მუღალტერიის განხრით, ტოპ 250-ში - ბიზნესში და მენეჯმენტში და პსიქოლოგიაში.


უნივერსიტეტს პირველი ადგილი უკავია იტალიაში და Top-ში შედის მსოფლიოში (QS Graduate Employability 2019 rankings) კურსდამთავრებულების დასაქმების მიხედვით. ეს არც არის გასაკვირი, რადგან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან ისეთი ადამიანები, როგორც:


  • რომანო პროდი  (ყოფილი პრემირ-მინისტრი და ევროკომისიიის პრეზიდენტი)
  • ოსკარ ლუიჯი სკალფარო (იტალიის პრეზიდენტი 1992-1999)
  • ლორენცო ორნაგი (მონტის მთავრობის კულტურის მინისტრი)
  • პაოლო სარდი  (კარდინალი)
  • მონიკა მაჯიონი  (ჟურნალისტი და რეჟისორი, RAI News-24 დირექტორი)
  • მიკელე ნორსა  (CEO, Salvatore Ferragamo)
  • კონჩეტა ლანსიე  (Louis Vuitton-ის მოდის სახლის ვიცე-პრეზიდენტი)
  • ნიკოლა ტრუსარდი  (Trussardi-ს მოდის სახლის მფლობელი, დიზაინერი) 
  • ჟანლუიჯი ძენტი (Academia Barilla-ს პრეზიდენტი)
  • რანკო კოლონი (Cartier International-ის პრეზიდენტი)
  • ალესანდრო ნიტი (JP Morgan, UK-ის ვიცე-პრეზიდენტი)
  • ერნესტო პაოლილო (CEO Football Club Inter Milano)
  • ანნა ტარანტოლა  (იტალიის ბანკის მმართველი დირექტორი)
  • გაბრიელე დელ ტორკიო (Alitalia-ს ვიცე პრეზიდენტი და CEO)
  • დინო პიერო ჯიარდა (პრეზიდენტი Banca Popolare Italiana)
  • ჯიანპაოლო მარინი (CEO, Rolex S.p.a.)
  • და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი


უნივერსიტეტის თითოეულ სტუდენტს ჰყავს კურატორი, რომელიც მას ეხმარება საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციის პროცესში. არსებობს სპეციალური ცენტრი, რომელიც ეხმარება სტუდენტებს შრომის ბაზარზე გზის გაკვლევაში და მხარდაჭერას უწევს მათ სტაჟირების ორგანიზებაში. ყოველწლიურად 6500 სტუდენტი გადის სტაჟირებას 2000–ზე მეტ კომპანიაში, რომლებიც თანამშრომლობენ „კატოლიკასთან“. სწავლის პერიოდში სტუდენტებს უფლება აქვთ იმუშავონ კვირაში 20 საათი. იტალიაში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სეგიძლიათ ვიზის გაგრძელება და მუშაობის დაწყება.

გირჩევთ უნივერსიტეტში შესვლის განაცხადი გააკეთოთ რაც შეიძლება ადრე. უნივერსიტეტი ძალიან პოპულარულია (300 ადგილზე რამდენიმე ათასი განცხადება შეაქვთ). 


პროგრამები ინგლისურ ენაზე, ბაკალავრიატი >>>


პროგრამები ინგლისურ ენაზე, მაგისტრატურა, MSc >>>


პროგრამები ინგლისურ ენაზე, მაგისტრატურა, ერთწლიანი პროგრამები >>>


200-ზე მეტი სპეციალობა იტალიურ ენაზე


რას ამბობენ ჩვენი სტუდენტები კატოლიკაში სწავლის შესახებ? >>>

 

 უნივერსიტეტის სააპლიკაციო მოსაკრებელი შედაგენს 75, მაგრამ თქვენი აპლიკაცია განიხილება უფასოდ თუ შესაბამის ველში მიუთითებთ  libra.ge  როგორც ინფორმაციის წყარო და თქვენი წარმომადგენელი. აუცილებელია სპეცილაური კოდის შეყვანა, რომელსაც თქვენი თხოვნით გამოგიგზავნით.

ნებისმიერი კონსულტაცია Cattolica-ში სწავლისა ან სააპლიკაციო პროცესის დაკავშირებით - უფასოა.

            



უკვე არაერთი ქართველი სტუდენტი  ჩაერიცხა ამ უნივერსიტეტში  ჩვენი დახმარებით და მიიღეს სტიპენდიები Cattolica-ში სწავლის გაგრძელებისათვის!
იყავით შემდეგი!




დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელ. (995) 555 535 535 ან ელ. ფოსტის მეშვეობით