|
სიახლეები
29.08.10 სექტემბრის თვეში სააგენტო ტრადიციულად იღებს მონაწილეობას ყოველწლიურ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციებში: 3.09 – 5.09 ALPHE UK, 6.09 – 8.09 Study World ქალაქ ლონდონში, ხოლო 10.09 –13.09 ICEF Higher Education პარიზში. ვრცლად25.08.10 გთავახობთ სპეციალურ ფასებს ზოგადი ინგლისურის კურსებზე ქალაქ Southampton–ში,4 კვირა საცხოვრებელი პირობებისა და ორჯერადი კვების ჩათვლით £934–დან! ვრცლადგამოიწერეთ სიახლეები
|
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
საშუალო, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღება საზღავრგარეთ და ენის შესწავლა იმ ქვეყანაში, რომელშიც მასზე საუბრობენ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საერთაშორისო განათლების სამყაროში შესაძლოა გზა ადვილად აგერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. სააგენტო „LIBRA“ საერთაშორისო განათლების სფეროში 2003 წლიდან მუშაობს, აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ჩამოყალიბებული ურთიერთობები წამყვან უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან და ფლობს სრულ საჭირო ინფორმაციას იმისათვის, რომ ოპერატიულად და თანამიმდევრულად უზრუნველყოს თქვენი საზღავრგარეთ სასწავლებლად გამგზავრება. რაც მთავარია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწავლა თქვენთვის მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს, გაამართლოს თქვენი მოლოდინი და იყოს კომფორტული. რადგანაც უმეტეს შემთხვევაში სასწავლო პროგრამის გავლისას სასურველი შედეგის მიღება დამოკიდებულია სწორ, რელევანტულ სასწავლო დაწესებულებისა და პროგრამის შერჩევაზე, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს მომავალ გეგმებს, ნიჭს, ხასიათსა და ინტერესებს. მოხარული ვიქნებით დაგეხმროთ.
სასარგებლო ინფორმაცია
![]() საზაფხულო სკოლა - სასარგებლო არდადეგები საზაფხულო პროგრამები ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში ძალზე პოპულარულია. საზაფხულო სკოლის პროგრამა (თუმცა ასეთი პროგრამები ზამთრისა და სააღდგომო არდადეგების პერიოდშიც არსებობს) მოიცავს ენის შესწავლას (ჩვეულებრივ 3 – 4 გაკვეთილი დღეში), სხვადასხვა სპორტულ, გასართობ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს. სახაფხულო სკოლის ღირებულებაში აგრეთვე შედის საცხოვრებელი პირობები და კვება. აეროპორტში დახვედრა და გაცილება შედის ღირებულებაში, ან ცალკე გადასახადს ექვემდებარება. საზაფხულო სკოლებისა და პროგრამების არჩევანი ძალიან ფართოა. რა სხვაობაა მათ შორის? უპირველეს ყოვლისა, ის, თუ ვინ (რა ორგანიზაცია) და სად ატარებს ამ პროგრამას. |
თვის პროგრამა
![]() პროგრამა საერთშორისო ბაკალვრიატი (International Baccalaureate, IB) 1968 წელს შვეიცარიაში იქნა შემუშავებული... თვის სკოლა
![]() უელსში 1872 წელს დაფუძნდა. გაზეთ „The Times“-ის რეითინგში უნივერსიტეტი რეგულარულად იკავებს უმაღლეს პოზიციებს რიგი სპეციალობის მიხედვით. უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტი, პირველი იყო მთელ მსოფლიოში... დღის ფრაზა
GIVE IT A REST
სტუდენტების აზრი
სოსო, 16 წლის, საზაფხულო სკოლა London Kingston (St Giles) ვრცლად
თიკო, 16 წლის, KINGS Oxford Summer Vacation Course ვრცლად როგორ გვიპოვოთ?
თბილისი, 0160, ვაჟა-ფშაველას გამზ. 16
|













